შეთანხმება მიღწეულია – ბრუნო გიმარაეში „არსენალის“ ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT
„არსენალმა“ და „ნიუკასლმა“ ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და ბრაზილიელი ნახევარმცველი ლონდონურ გუნდში ითამაშებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „არსენალი“ 88 მილიონ ევრომდე გადაიხდის. გარდა ამისა, კლუბმა თავად მოთამაშესთან პირადი ხელშეკრულების დეტალები უკვე მოაგვარა.
გიმარაეში „ნიუკასლის“ რიგებში 2022 წლიდან ირიცხება და მისი მიმდინარე კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისს იწურება. გასულ სეზონში მის ანგარიშზე რვა გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა იყო.
🚨🔴⚪️ BREAKING: Bruno Guimarães to Arsenal, HERE WE GO! 🇧🇷
Agreement in place with Newcastle after long talks and personal terms in place with Bruno since July. Fee worth £75m.
New midfielder for Mikel Arteta. 🔜 pic.twitter.com/bC8q2Wv8S6
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 5, 2026