შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია - აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიებები, დიდი ალბათობით კერძო კუნძულზე გაიმართება (ვიდეო)

ამ რთულ და მძიმე პერიოდში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დანაპირები, როგორც ჩანს შეასრულა. შერეული ორთაბრძლების მოყვარულები 18 აპრილს ღონისძიებას იხილავენ. ხაბიბ ნურმაგომევოდი ჯასტინ გეტჯიმ ჩაანაცვლა და ის ტონი ფერგიუსონს დროებითი ტიტულისთვის დაუპირისპირდება.

ჯერჯერობით ორგანიზაციის პრეზიდენტს ზუსტი ლოკაცია არ დაუსახელებელია, თუმცა ბრეტ ოკამოტოსთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში დანამ აღნიშნა, რომ ბრძოლები უდიდესი ალბათობით კერძო კუნძულზე შედგება, რომელიც 2 თვეა დახურულია და იქ არავის უშვებენ. აქედან გამომდინარე, ეს ლოკაცია კორონავირუსისგან დაცულ ტერიტორიად მიიჩნევა.

მებრძოლების კუნძულამდე უსაფრთხოდ გადაყვანაზე UFC იზრუნებს. ასე რომ, როგორც ჩანს ჩვენ კვლავ ვიხილავთ ორთაბრძოლებს ყოველ შაბათს. განსხვავება მხოლოს ის იქნება, რომ მონაწილეობას ამ ღონისძიებებში შეძლებენ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად მყოფი ათლეტები.