შეთანხმება ესპანეთში - სეზონი აუცილებლად დასრულდება
შეთანხმება ესპანეთში - სეზონი აუცილებლად დასრულდება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ლა ლიგამ მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ესპანეთის ჩემპიონატი უნდა დასრულდეს, – წერს გაზეთი „მარკა“.

როგორც ირკვევა, 19 აპრილს გაიმართა რვასაათიანი შეხვედრა ფედერაციის პრეზიდენტს ლუის რუბიალესსა და ლა ლიგას პრეზიდენტს ხავიერ ტებასს შორის. მხარეები მივიდნენ პრინციპულ შეთანხმებამდე, რომ ესპანეთის ჩემპიონატს ვადაზე ადრე არ დაასრულებენ.

ლა ლიგას გათამაშებაში 27 ტურია ჩატარებული. ლიდერობს „ბარსელონა“ და მას ორი ქულით ჩამორჩება მადრიდის „რეალი“.