შესარჩევი ტურნირი მალტაში გაიმართება | ხელბურთი
შესარჩევი ტურნირი მალტაში გაიმართება | ხელბურთი

ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს 2019 წლის 11-13 იანვარს, მალტაში გამართავს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან კვიპროსი, აზერბაიჯანი და მალტა. მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ გამარჯვებული გადის.

წილისყრა სექტმბერში გაიმართა და მასპინძლობის პრიორიტეტი მალტას ერგო, ახლა კი დადგინდა, რომ მალტის ფედერაციამ ეს უფლება გამოიყენა განსხვავებით პირველი ჯგუფისგან, სადაც მასპინძლობაზე უარი თქვა ბულგარეთმა, შემდეგ – ირლანდიამ და ბრიტანეთმაც და შეჯიბრებას ლუქსემბურგი უმასპინძლებს.

დაზუსტდა შეჯიბრების თარიღიც: ორივე ჯგუფის მატჩები 11-13 იანვარს გაიმართება. მატჩების მიმდევრობა ასეთია: პირველ დღეს ვეთამაშებით მასპინძლებს, შემდეგ აზერბაიჯანსა და 13 იანვარს – მთავარ კონკურენტს, კვიპროსის გუნდს.

საქართველოს ნაკრების მიზანი მარტივია: ამ ჯგუფის მოგება და შემდეგ გამარჯვება პლეიოფშიც, რაც საშუალებას მოგვცემს 2020 წლის შემოდგომიდან ჩავებათ უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის საგზურებისთვის ბრძოლაში, ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად.

ფინალური ეტაპი 2022 წლის იანვარში გაიმართება უნგრეთსა და სლოვაკეთში, კვალიფიკაციაში კი გათამაშდება 20 საგზური: მათ მიიღებს 8 შესარჩევი ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი და 4 საუკეთესო მესამეადგილოსნი.

ხელბურთი. ევრო 2022 (14-30 იანვარი, უნგრეთსა და სლოვაკეთში)
ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
2019 წლის 11-13 იანვარი
A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი, მალტაში: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა
11 იანვარი. საქართველო – მალტა, კვიპროსი – აზერბაიჯანი
12 იანვარი. აზერბაიჯანი – საქართველო, მალტა – კვიპროსი
13 იანვარი. აზერბაიჯანი – მალტა, კვიპროსი, საქართველო
თითო გამარჯვებული გადის პლეიოფის რაუნდში. დანარჩენები გადაერთვებიან განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატში, რომლის გამარჯვებულიც ასევე მიიღებს პლეიოფის საგზურს.
ამ სამი გუნდის მეტოქე გამოვლინდება ევრო 2020-ის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდიდან.
ევრო 2020. მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი (ოქტომბერი 2018 – ივნისი 2019)
თავისუფლები არიან სამი მასპინძელი: შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი
1 ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, კოსოვო
2 ჯგუფი: ხორვატია, სერბეთი, შვეიცარია, ბელგია
3 ჯგუფი: მაკედონია, ისლანდია, თურქეთი, საბერძნეთი
4 ჯგუფი: სლოვენია, ჰოლანდია, ლატვია, ესტონეთი
5 ჯგუფი: ბელარუსი, ჩეხეთი, ბოსნია, ფინეთი
6 ჯგუფი: საფრანგეთი, პორტუგალია, ლიეტუვა, რუმინეთი
7 ჯგუფი: უნგრეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, იტალია
8 ჯგუფი: დანია, მონტენეგრო, უკრაინა, ფარერები
ევრო 2020-ის 20 საგზურს იღებს 8 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამე ადგილი
მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს შორის სამი უარესი შედეგის მქონემ ევრო 2022-ის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში თავის ადგილი უნდა მოიპოვოს პლეიოფში
ევრო 2022. მეორე ეტაპი, პლეიოფი (აპრილი, 2020. შინ-სტუმრად)
თამაშობენ: ევრო 2022 პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის 2 გამარჯვებული და განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონი უწყვილდებიან ევრო 2020-ის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდში უარესი შედეგის მქონე 3 გუნდს. გუნდი. სამი წყვილის 3 გამარჯვებული გადის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში, 3 წაგებული კი ევრო 2024-ის კვალიფიკაციას დაიწყებს პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან
ევრო 2022. მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი (ოქტომბერი 2020 – ივნისი 2021)
(თავისუფლები არიან მასპინძლები: უნგრეთი და სლოვაკეთი, ევრო 2020-ის 2 ფინალისტი)
თამაშობს 32 გუნდი, მათ შორის, პლეიოფის 3 გამარჯვებული
ევრო 2022-ის 20 საგზურს მიიღებს 8 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამე ადგილი
მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს შორის სამი უარესი შედეგის მქონე გადავა ევრო 2024-ის პლეიოფში

წყარო – საქართველოს ხელბურთის ფედერაცია