შესარჩევ ციკლში საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
შესარჩევ ციკლში საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში გამართულ წილისყრაზე ცნობილი გახდა, რომ შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები B ლიგაში განაგრძობს ასპარეზობას. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას, დანიასა და სან მარინოს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ფორმატს, B ლიგის მეორე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდში განაგრძობს ასპარეზობას. ნოემბერში გასამართი ჯგუფის მატჩების მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გამოვლინდება.

ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი სამრაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე (მესამე რაუნდში) ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე მონაწილედ მასპინძელი ქვეყანა დაემატება.

B ლიგაში მატჩები უნდა ჩატარდეს ფიფა-ს საერთაშორისო მატჩების კალენდრის შემდეგ თარიღებში:

 21 სექტემბერი – 6 ოქტომბერი
 9-17 ნოემბერი

ნებისმიერ შემთხვევაში, მეორე რაუნდი 17 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.