შესანიშნავი ინიციატივა სოლიდარობის ნიშნად - ავარიაში დაშავებულ ნედელევს „დინამო არენაზე“ გაამხნევებენ #1TVSPORT
შესანიშნავი ინიციატივა სოლიდარობის ნიშნად - ავარიაში დაშავებულ ნედელევს „დინამო არენაზე“ გაამხნევებენ #1TVSPORT

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩზე დაგეგმილი აქციის შესახებ.

საქმე ისაა, რომ ქართველი გულშემატკივრები თბილისში ავარიაში დაშავებულ ბულგარელ ნახევარმცველს, ტოდორ ნედელევს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

ტოდორ ნედელევის სათამაშო ნომრის მიხედვით, ანუ მატჩის მე-8 წუთზე აპლოდისმენტებით ვამხნევებთ ბულგარელ ფეხბურთელს, რომელმაც ოპერაცია ახლახანს გაიკეთა და რომელსაც თავის ქალა აქვს გატეხილი. როგორც იცით, „დინამო არენაზე“ ანშლაგია, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს ჟესტი ღირსეული იქნება. მოვუწოდებ ყველა სხვა გვერდს, ჩვენი ინიციტივა მათ აუდიტორიამდე მიიტანოს, ასევე, ამ პოსტის გაზიარებით ინფორმაცია ჩვენც, ყველამ გავავარცელოთ“, – წერია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისში გვესტუმრა, გუშინ ღამით კი გუნდი ავარიაში მოჰყვა. გვირაბში მოძრავი ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა ბულგარეთის ნაკრების 8 ნომერი, ტოდორ ნედელევი. პლოვდივისბოტევის“ ფეხბურთელს თავის ქალის ოპერაცია ჩაუტარდა.