შესანიშნავი გოლი, რომელიც თბილისის „დინამომ“ პლოვდივის „ლოკომოტივს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
შესანიშნავი გოლი, რომელიც თბილისის „დინამომ“ პლოვდივის „ლოკომოტივს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურმა თურქულ შეკრებაზე პლოვდივის „ლოკომოტივთან“ გატანილი გოლის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ხანგრძლივი შეტევის შედეგად გავიდა.

ბულგარული გუნდის წინააღმდეგ თბილისელები ბურთს წუთი და 14 წამი აკონტროლებდნენ. ამ ხნის განმავლობაში „დინამომ“ 23 პასი შეასრულა, შეტევაში თერთმეტივე დინამოელი მონაწილეობდა და ულად-ომარ იმრანმა გოლით დააგვირგვინა.

შეგახსენებთ, რომ თურქულ შეკრებაზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბულგარეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი 2:0 დაამარცხა. ამ გოლით თბილისელთა მაროკოელმა ნახევარმცველმა ანგარიში გახსნა. 89-ე წუთზე კი ბულგარელთა კარი მეორედ საბა ხვადაგიანმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.