შესაფერისი წინადადების შემთხვევაში, „პარი სენ-ჟერმენი“ ნეიმარს „ბარსელონაში“ გაუშვებს
შესაფერისი წინადადების შემთხვევაში, „პარი სენ-ჟერმენი“ ნეიმარს „ბარსელონაში“ გაუშვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა მზად არის გამოეთხოვოს თავის ერთ-ერთ ლიდერ ნეიმარს. როგორც გაზეთი „ასი“ წერს, პარიზელები თანხმდებიან ბრაზილიელის „ბარსელონაში“ გაყიდვას, თუ კატალონელებისგან წინადადებას მიიღებენ. ნეიმარმა ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმება შეძლო.

„პსჟ“-ს სურს, 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 170 მილიონი ევრო მიიღოს. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ ეს თანხა შემცირდება, თუ „ბარსელონა“ გარიგებაში ანტუან გრიზმანს ან უსმან დემბელეს ჩართავს.

ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-17 წლებში თამაშობდა. მისი კონტრაქტი პარიზელებთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.