ტერი როზიერი სავარაუდოდ „ბოსტონიდან“ „ჩიკაგოში“ გადავა
ტერი როზიერი სავარაუდოდ „ბოსტონიდან“ „ჩიკაგოში“ გადავა

2018-2019 წლების რეგულარულ სეზონზე „ჩიკაგოს“ გამთამაშებლის პრობლემა აშკარად ჰქონდა.

დრაფტის ყოფილმა მეხუთე ნომერმა, „ბულსის“ წევრმა კრის დანმა, ტრავმის გამო მხოლოდ 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ, „ჩიკაგომ“ თავის გამოჩენის საშუალება ვოლტ ლემონს, შაკ ჰარისონს და კამერონ პეინს მისცა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ვერცერთმა კალათბურთელმა სასურველი თამაშის ჩვენება ვერ შეძლო.

„ათლეტიკის“ ჟურნალისტი დარნელ მეიბერი იუწყება, რომ „ბულსის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დროს „ბოსტონის“ სათადარიგო გამთამაშებლის, ტერი როზიერის გადმობირებას შეეცდება.