თბილისის „დინამომ“ საშინაო მატჩი შესაძლოა, მიხეილ მესხზე გამართოს
თბილისის „დინამომ“ საშინაო მატჩი შესაძლოა, მიხეილ მესხზე გამართოს

ინფორმაციას, რომ საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ უახლოეს საშინაო შეხვედრას „მიხეილ მესხზე“ გამართავს, ჯერ კლუბში არ ადასტურებენ. თუმცა, არ უარყოფენ, რომ საფარის მდგომარეობის გამო, ეს საკითხი განიხილება.

ერთა ლიგაზე საქართველოსა და ლატვიის შეხვედრისას „დინამო არენას“ მოედნის საფარი სასურველ მდგომარეობაში არ იყო, რაც ყველამ შენიშნა. ამის გამო, ფეხბურთის ფედერაციას ერთა თასზე 13 ოქტომბერს ანდორასთან შეხვედრამდე მინდვრის რეაბილიტაცია სურს.

სტადიონის არენდატორი თბილისის „დინამოა“, რომელიც პრობლემის მოგვარებით თავადაც დაინტერესებულია. საკითხი ახლა წყდება და „დინამოს“ საბოლოო პასუხი მალე იქნება ცნობილი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სჭირს მოედანს. აგრონომები დაადგენენ, მოედანს დასვენება დასჭირდება თუ რეაბილიტაცია. ამის მიხედვით გადაწყდება, თბილისის „დინამო“ საშინაო თამაშს სად გამართავს.