შესაძლოა, საქართველოსთან იბრაჰიმოვიჩი დაასვენონ და შვედეთს მხოლოდ ესპანეთთან დაეხმაროს #1TVSPORT
შესაძლოა, საქართველოსთან იბრაჰიმოვიჩი დაასვენონ და შვედეთს მხოლოდ ესპანეთთან დაეხმაროს #1TVSPORT

შვედეთის ნაკრებში, რომელიც მალე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოსა (11 ნოემბერი) და ესპანეთს (14 ნოემბერი) დაუპირისპირდება, მნიშვნელოვანი ამბები მოხდა და ამაში მხოლოდ 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება არ იგულისხმება.

უკანა ხაზში არსებულ პრობლემებზე წინასწარ ბევრი ითქვა – მთავარ მწვრთნელს ეშინოდა, რომ ტრავმების გამო გუნდს ვიქტორ ნილსონ ლინდელოფი, ფილიპ ჰელანდერი და კარლ სტარფელტი დატოვებდნენ, მარკუს დანიელსონი კი ჩინეთს ვერ დატოვებს. გარდა ამისა, პონტუს იანსონი ეროვნული გუნდიდან აგვისტოში წავიდა და დაბრუნებაზე უარი განაცხადა.​ ასევე, განიხილეს, გრძნობდა თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკმარის ძალას, რომ ეროვნულ გუნდს შეერთებოდა. ახლა იანე ანდერსონისთვის ნათელია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ გუნდში ითამაშებს.

„ის წარმოუდგენლად საშიშია მეტოქეებისთვის და კარგია, რომ ჩვენთანაა. სულ ახლახან „რომასთან“ 2:1 მოგებაში აჩვენა, რომ სათამაშოდ მზად არის. ის ნაკრებს ხარისხს მატებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ საჭიროების მიხედვით სხვადასხვაგვარად ვითამაშოთ“, – ამბობს ჯანე ანდერსონი.

თუმცა, შვედეთის ნაკრების მწვრთნელი არ მალავს, რომ არც ისე ოპტიმისტურად არის განწყობილი, ითამაშებს თუ არა ზლატანი საქართველოსა და ესპანეთის წინააღმდეგ 90 წუთს. ამით შესაძლო ჩანაფიქრი გაამხილა – არაა გამორიცხული, მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ ესპანეთთან საკვანძო მატჩისთვის გამოიყენოს:

„სამ დღეში ორი მატჩის ჩატარება შეიძლება ცოტა გაუაზრებელ საქციელად ჩანდეს იმის გამო, რა მდგომარეობაშიც ახლა ისაა. ვიქტორ ნილსონ ლინდელოფი ასევე შედის სიაში, მიუხედავად იმისა, რომ უქმეებზე დაშავდა. ვიქტორს გუშინ ველაპარაკე და ის არ ნერვიულობდა, რადგან მხოლოდ მცირე ტრავმა აწუხებს“.

იან ანდერსონი ამბობს, რომ გუნდში ნახევარდაცვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კონსულტაცია ჰქონდა პონტუს იანსონს (ბრენტფორდი):

„მას რამდენიმე კვირის წინ ველაპარაკე, მაგრამ მითხრა, რომ ნაკრებში დაბრუნება აღარ სურდა. საწყენია, რადგან იანსონის მოწვევას ვაპირებდი“.