შესაძლოა, რონალდო „იუნაიტედში“ დაბრუნდეს #1TVSPORT
შესაძლოა, რონალდო „იუნაიტედში“ დაბრუნდეს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, მანჩესტერულ კლუბს დაუბრუნდეს, –  იუწყება  As.

გამოცემის ინფორმაციით, „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი 36 წლის პორტუგალიელ ვარსკვლავს დაუკავშირდა და „იუნაიტედში“ მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ესაუბრა.

აღნიშნავენ, რომ რონალდო, დიდი ალბათობით, „იუვენტუსს“ დატოვებს, თუ ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხეს და პორტუგალიელიც მოხარული იქნება „იუნაიტედში“ თამაშით.

მიმდინარე სეზონში რონალდომ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

რონალდო „იუნაიტედში“ 2003-2009 წლებში თამაშობდა და 196 მატჩში 84 გოლის ავტორი გახდა.