შესაძლოა, რომანიოლი „იუვენტუსში“ გადავიდეს
შესაძლოა, რომანიოლი „იუვენტუსში“ გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსი“ ბარძალის სავარაუდო შემცვლელის ძიებაშია. იტალიურ პრესაში რამდენიმე ფეხბურთელის გვარმა უკვე გაიჟღერა. მანოლასი, კულიბალი და რამოსი უკვე დაუკავშირეს იტალიურ გრანდს, მაგრამ ბოლო დღეებში ძალიან ბევრი იწერება ალესიო რომანიოლის ტურინში შესაძლო გადაბარგებაზე.

ამ ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ამყარებს ფაქტი, რომ მომავალ სეზონში „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს. „იუვენტუსის“ გარდა, იტალიის ცენტრალური მცველით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდება. იტალიური პრესის ცნობით, რომანიოლის შეძენა ტურინელებს დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ იტალიური გრანდი სერია ა-ს 2018/2019 სეზონის გამარჯვებულია. ეს ტიტული „იუვენტუსმა“ ზედიზედ მერვედ მოიგო.