შესაძლოა, პოჩეტინომ ინგლისური კლუბი ჩაიბაროს #1TVSPORT
შესაძლოა, პოჩეტინომ ინგლისური კლუბი ჩაიბაროს #1TVSPORT

არგენტინელი სპეციალისტი, რომელიც პსჟ-ს  მალე ოფიციალურად დატოვებს, ინგლისური კლუბის მწვრთნელობას გეგმავს, – იუწყება The Telegraph

გამოცემის ინფორმაციით, სანამ პოჩეტინო ახალ კლუბს ჩაიბარებს, კარიერაში მცირე პაუზის აღებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელს პრემიერლიგაში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს – 2013/14-ში „საუთჰემპტონის“ მწვრთნელი იყო, 2014-2019 წლებში კი „ტოტენჰემს“ ედგა სათავეში.

პოჩეტინო „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი 2021 წლის იანვარში გახდა. მისი ხელმძღვანელობით, პარიზულმა კლუბმა მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.

დატოვე კომენტარი