შესაძლოა, მესის გამოსახულება არგენტინულ ბანკნოტებზე განათავსონ #1TVSPORT
შესაძლოა, მესის გამოსახულება არგენტინულ ბანკნოტებზე განათავსონ #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის გამოსახულება, შესაძლოა, არგენტინულ ბანკნოტებზე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ განთავსდეს – ამის შესახებ El Financiero იტყობინება.

წყაროს ცნობით, არგენტინის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ გზებს მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების ისტორიული მიღწევის აღსანიშნავად.

ვარაუდობენ, რომ მესის გამოსახულება დაიბეჭდება 1000 პესოს (დაახლოებით 16 ლარია) კუპიურაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბანკნოტის ნომინალი იწყება არგენტინის ნაკრების კაპიტნის სათამაშო ნომრით „10“. უკანა მხარეს შეიძლება განთავსდეს წარწერა „La Scaloneta“ – ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლიონელ სკალონის მეტსახელი.

არგენტინის ნაკრებმა 1986 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი პირველად მოიგო, ლიონელ მესიმ კი 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.