შესაძლოა, მარიო ბალოტელიმ „გალათასარაიში“ გაგრძელოს კარიერა
შესაძლოა, მარიო ბალოტელიმ „გალათასარაიში“ გაგრძელოს კარიერა

„ბრეშას“ ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ, შესაძლოა, დატოვოს იტალიური გუნდი და გადავიდეს „გალათასარაიში“, – დაწერა „გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

წყაროს ცნობით, თურქული კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ბალოტელის აგენტთან მინო რაიოლასთან. 29 წლის იტალიელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, ამასთან, „გალათასარაი“ ძალიან არის დაინტერესებული ფეხბურთელის შეძენით და მაქსიმალურად ეცდება მის გადაბირებას.

ბალოტელიმ ამ სეზონში სერია A-ს 19 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, „ბრეშა“ კი ბოლო ადგილზეა 26 ტურის შემდეგ.