შესაძლოა, ლორიასა და ებრალიძის „ანორთოსისი“ ჩისკომ ჩაიბაროს - ესპანელი მწვრთნელი კვიპროსში ჩავიდა #1TVSPORT
შესაძლოა, ლორიასა და ებრალიძის „ანორთოსისი“ ჩისკომ ჩაიბაროს - ესპანელი მწვრთნელი კვიპროსში ჩავიდა #1TVSPORT

გიორგი ლორიას და ავთო ებრალიძის „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში ლარნაკას აეკ-თან 0:4 დამარცხდა და შესაძლოა, გუნდის მთავარი მწვრთნელი, დარკო მილანიჩი გაათავისუფლონ. მის ნაცვლად კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩისკო მუნიოსი დანიშნონ.

„საიდუმლო აღარ არის, რომ დარკო მილანიჩს აეკ-თან მძიმე მარცხის შემდეგ (0:4) სულ რამდენიმე წუთი დარჩა „ანორთოსისში“. კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, სლოვენიელი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. გაჟონა ინფორმაციამ, რომ სლოვენიელი მწვრთნელის შეცვლის მთავარი კანდიდატი ჩისკო მუნიოსია. ის კვიპროსში იყო და აეკ-თან შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს“, – წერს „სუპერ სპორტი“.

შეგახსენებთ, რომ 42 წლის ესპანელი ჩისკო მუნიოსი „დინამო თბილისის“ ჯერ მოთამაშე იყო, შემდეგ კი – მთავარი მწვრთნელი. 2016 წლიდან 2018 წლამდე იყო მწვრთნელის ასისტენტი „ხიმნასტიკსა“ და „პობლა დე მაფუმეში“, მუშაობდა ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ (2020-21), ხოლო 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივნისამდე „უესკას“ წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ სეზონის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიამ დატოვა, რომელმაც კვიპროსის ნაკრები ჩაიბარა. 5 ტურის შემდეგ ფამაგუსტას გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში 7 ქულით მე-9 ადგილზეა.