შესაძლოა, კვარაცხელიამ სპარინგი გამოტოვოს - ხვიჩას ამბავი „ჟირონასთან“ მატჩამდე გაირკვევა #1TVSPORT
შესაძლოა, კვარაცხელიამ სპარინგი გამოტოვოს - ხვიჩას ამბავი „ჟირონასთან“ მატჩამდე გაირკვევა #1TVSPORT

დღეს, 3 აგვისტოს „ნაპოლი“ შეკრებაზე ამხანაგურ შეხვედრას „ჟირონასთან“ გამართავს, მაგრამ შესაძლოა, გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმაროს – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

ამ ცნობების თანახმად, ესპანელებთან სპარინგში სამი ფეხბურთელის მოედანზე გასვლა საეჭვოა და ამ სამეულიდან ერთ-ერთი კი 21 წლის ქართველი თავდამსხმელია.

საქმე ისაა, რომ „მალიორკასთან“ წინა საკონტროლო შეხვედრის შემდეგ ქართველ შემტევს ეუხეშებოდნენ, ფეხი ასტკივდა და მართალია, თამაში გააგრძელა, მაგრამ პრობლემები შეექმნა.

ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ „ნაპოლისთან“ ერთად არ ივარჯიშა და ფიტნეს-დარბაზში მხოლოდ ინდივიდუალურად დაიტვირთა. მთავარი დეტალი ისაა, რომ გუნდის ვარჯიშს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა, ფეხზე კი სახვევი ჰქონდა, რაც გულშემატკივრებისთის უსიამოვნო ამბავი გამოდგა.

„ნაპოლი“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას დღეს, 3 აგვისტოს, ესპანურ „ჟირონასთან“ გამართავს. ლუჩანო სპალეტის გუნდი თამაშს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყებს.