შესაძლოა, კვარაცხელიამ „ლოკომოტივთან“ ითამაშოს
შესაძლოა, კვარაცხელიამ „ლოკომოტივთან“ ითამაშოს

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც კორონავირუსის შემდეგ გამოჯანმრთელდა, შესაძლოა, გუნდის შემდეგ მატჩში ითამაშოს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „კაპიტან სპორტმა” გაავრცელა.

აღინიშნა, რომ მოთამაშემ ინფექცია უკვე გადაიტანა და ამ დროისთვის სრულიად ჯანმრთელია. რაც მთავარია, ყაზანელთა 19 წლის ქართველმა ლეგიონერმა ყაზანური კლუბის ფეხბურთელთა საერთო ჯგუფში ვარჯიში ორშაბათს დაიწყო.

შემდეგ მატჩს „რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატში 5 დეკემბერს გამართავს. გუნდი რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრება და კვარაცხელიას ყოფილ კლუბს, „ლოკომოტივს“ მე-17 ტურის შეხვედრაში დაუპირისპირდება.