შესაძლოა, კანკავა უკეთეს ლიგაში გადავიდეს
შესაძლოა, კანკავა უკეთეს ლიგაში გადავიდეს
ყაზახურ გამოცემა „ვესტისთან“ საფეხბურთო მენეჯერმა ალან მამუკაევმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მალე ჯაბა კანკავამ ყაზახეთი დატოვოს.
 
სამენეჯერო კომპანია Ultimate Sports-ის წარმომადგენელმა ყაზახური კლუბების მოსალოდნელ ტრანსფერებზე ლაპარაკის დროს აღნიშნა, რომ ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბებმა, შესაძლოა, წამყვანი მოთამაშეები დაკარგონ და კოსტანაის „ტობოლისა“ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ კონტექსტში ახსენა.
„ყაზახეთის პრემიერლიგაში საკმარისად არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც, სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ კარიერას სხვა ჩემპიონატში გააგრძელებენ. მათ შორისაა „ტობოლის“ ნახევარმცველი ჯაბა კანკავა, რომელმაც კარგი სეზონი ჩაატარა“ – ამბობს ალან მამუკაევი.