შესაძლოა, იოვიჩი „რეალიდან“ „ნაპოლიში“ გადავიდეს
შესაძლოა, იოვიჩი „რეალიდან“ „ნაპოლიში“ გადავიდეს

„ნაპოლი“ დაინტერესებულია მადრიდის „რეალის“ ფორვარდით ლუკა იოვიჩით.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი სერბ ფეხბურთელთან. მადრიდელები, თავის მხრივ, არ განიხილავენ 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ არ გამორიცხავენ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც შეიძლება იოვიჩი იჯარით გაუშვან იტალიურ გუნდში.

იოვიჩი 2019 წლის ზაფხულში 60 მილიონ ევროდ გადავიდა „აინტრახტიდან“ „რეალში“. ამ სეზონში მან 24 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.