შესაძლოა, ჰენრი სეხუდომ ბრძოლა ცნობილ მოკრივე რაიან გარსიასთან გამართოს
შესაძლოა, ჰენრი სეხუდომ ბრძოლა ცნობილ მოკრივე რაიან გარსიასთან გამართოს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს მოკრივე რაიან გარსიასთან ბრძოლის გასამართად. შეგახსენებთ, რომ ჰენრიმ კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დომინიკ კრუზის დამარცხების შემდეგ დაასრულა, თუმცა როგორც ჩანს ოლიმპიური ჩემპიონი სპორტიდან წასვლას არ აპირებს.

რაიან გარსია WBC-ის ვერსიით მსუბუქი წონის (Silver lightweight) ჩემპიონია. სეხუდოს განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ბრძოლა საუდის არაბეთში შედგეს.

„ვფიქრობ საკმარისი გავაკეთე შერეულ ორთაბრძოლებში. მე გახლავართ ოლიმპიური ჩემპიონი, და UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონი. მე ორივე ქამარი დავიცავი. ამ ეტაპზე ვფიქრობ, ერთადერთი ვისთანაც ბრძოლის სურვილი გამაჩნია ეს რაიან გარსიაა. მე ვფიქრობ, რომ ის ნამდვილად არ არის ისეთი კარგი და ძლიერი როგორც მასზე საუბრობენ. ვთვლი, რომ სწორ გუნდთან ერთად საჭირო მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ მე მის დამარცხებას შევძლებ. და ამას ოსკარ დელაჰოიას თანდასწრებით გავაკეთებ. მიმაჩნია, რომ მაქვს საკმარისი ტექნიკა, გამოცდილება და ბევრი კოზირი არსენალში, იმისათვის, რომ მას მარცხი ვაგემო. უკვე არსებობს პიროვნება, რომელიც მზად არის საჭირო თანხა გადაგვიხადოს ბრძოლის ჩასატარებლად. ახლა მხოლოდ „რენდი ქენდიზე“ არის დამოკიდებული მოაწერს თუ არა კონტრაქტს ხელს,“ – განაცხადა სეხუდომ „თი-ემ-ზი სპორტ“-ისთვის (TMZ Sport) მიცემულ ინტერვიუში.

რაიან გარსია 21 წლის არის და კარიერაში მარცხი ჯერ არ განუცდია. 20 მოგებული ბრძოლიდან მან 17 ნოკაუტით დაასრულა.