შესაძლოა, ანდრეი შევჩენკომ თურქეთის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT
შესაძლოა, ანდრეი შევჩენკომ თურქეთის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდერი შევჩენკომ, შესაძლოა, თურქეთის ეროვნული გუნდი ჩაიბაროს, – იუწყება Kicker.

44 წლის უკრაინელი სპეციალისტი შენოლ გიუნეშის შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც თურქეთის ნაკრები მსოფლო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიდერლანდებთან განცდილი დიდი მარცხის (1:6) შემდეგ დატოვა.

ანდრეი შევჩენკოს კი 30 ივლისიდან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან  კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მხარეებმა ხელშეკრულება აღარ გააგრძელეს და ახალგაზრდა სპეციალისტმა ეროვნული ნაკრები დატოვა.

შევჩენკოს ხელმძღვანელობით, უკრაინის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე იასპარეზა და კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდი 1/4 ფინალამდე გაიყვანა.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა უკრაინელ სპეციალისტს ამერიკული კლუბები იწვევენ.

დატოვე კომენტარი