შესაბამისი ზომის სკაფანდრის უქონლობის გამო, „ნასამ“ ასტრონავტი ქალების ღია კოსმოსში გასვლა გადადო
შესაბამისი ზომის სკაფანდრის უქონლობის გამო, „ნასამ“ ასტრონავტი ქალების ღია კოსმოსში გასვლა გადადო

„ნასამ“ ასტრონავტი ქალების ღია კოსმოსში გასვლა გადადო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთ-ერთი ქალისთვის შესაბამისი ზომის სკაფანდრი არ აღმოჩნდა.

ანა მაკკლენისა და კრისტინა კოხის ღია კოსმოსში გასვლა პარასკევს იყო დაგეგმილი. ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ღია კოსმოსში მხოლოდ ქალები გავიდოდნენ.

როგორც „ნასაში“ განმარტეს, სამწუხაროდ ასტრონავტმა ქალებმა საკმაოდ გვიან აღმოაჩინეს, რომ მათ ერთნაირი ზომის სკაფანდრი ერგებათ, ხოლო სადგურზე ასეთი მხოლოდ ერთია.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ღია კოსმოსში მხოლოდ ქალებისგან შემდგარი გუნდი არასდროს გასულა.

დატოვე კომენტარი