შერმადინს ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ სიურპრიზი მოუწყო - სასტუმროში საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დაახვედრა [ვიდეო]
შერმადინს ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ სიურპრიზი მოუწყო - სასტუმროში საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დაახვედრა [ვიდეო]

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო კალათბურთელად 2 თებერვალს დასახელდა. ესპანეთის ლიგა გამარჯვებულებს ლამაზ ჯილდოს ჩუქნის წარწერით MVP (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე).

გიორგის გასულ თვეში მართლაც შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა: 20.6 ქულა, 5.6 მოხსნა, მარგი ქმედების კოეფიციენტი – 27.

შერმადინის „ტენერიფემ“ იანვარში ხუთიდან სამი მატჩი მოიგო. იანვარში მას საუკეთესო მატჩი „მანრესასთან“ ჰქონდა, რომელშიც 216 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა 29 ქულა ჩააგდო (14-დან 10 ორქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო).

11 თებერვალს გიორგი შერმადინის გუნდი ესპანეთის თასზე „ბურგოსს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა მადრიდში გაიმართება. სასტუმროში შესულ შერმადინს ოთახის კართან აბრა დახვდა წარწერით – MVP. ოთახში შესულს საწოლზე ჯილდო ელოდა…