შერმადინმა ყოფილ გუნდს მოუგო - 17 ქულა  და 10 მოხსნა მორაბანკ ანდორასთან
შერმადინმა ყოფილ გუნდს მოუგო - 17 ქულა და 10 მოხსნა მორაბანკ ანდორასთან

ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ მორიგი შეხვედრა მოიგო გიორგი შერმადინის „უნიკახამ“. მალაგელებმა ამჯერად, ქართველი ცენტრის ყოფილი კლუბი – „მორაბანკ ანდორა“ სტუმრად 95:84  დაამარცხეს.

შერმადინი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 17 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი ერთადერთი იყო ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია გიოს საოცარი პროცენტი, მან თამაშიდან 100 %-იანი სიზუსტით (8/8) ესროლა, რასაც ორიდან ერთი გამოყენებული საჯარიმოც დაუმატა. რაც შეეხება მოხსნებს, შერმადინმა ცხრაჯერ საკუთარ, ერთხელ კი მეტოქის ფარზე იმარჯვა. ორივე გუნდის შემდაგენლობაში, შერმადინზე მეტი – 20 ქულა, ერთადერთ კალათბურთელს, ასევე მალაგელ ბრაიან რობერტს ჰქონდა.

ამ გამარჯვებით „უნიკახას“ შვიდი მოგება და ორი მარცხი დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში „ბარსელონას“ და „რეალის“ შემდეგ მესამე ადგილზეა. შემდეგ ტურში შერმადინის გუნდი, 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „მურისას“ უმასპინძლებს.

თავისი შეხვდრა მოიგო, საქართველოს ნაკრების წევრი ამერიკელის, თად მაკფადენისიბეროსტარმაც“. ტენერიფელებმა საკუთარ დარბაზში, „ვალენსია“ მიიღეს და 100:66 გაანადგურეს. ქართული პასპორტის მქონე მაკფადენმა, არასრულ 16 წუთში, 10 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა.

6 მოგებითა და 3 მარცხით მაკფადენის გუნდი, 9 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა. შემდეგ ტურში ტენერიფელები, 25 ნოემბერს, „სან პაბლო ბურგოსს“ ესტუმრებიან.

დღეს თავის შეხვედრას „ლიგა ენდესაში“ კიდევ ორი „ქართული“ გუნდი  გამართავს. ბექა ბურჯანაძისა და დუდა სანაძის „გიპუზკოა ბასკეტი“ 15:30 საათზე, მადრიდში „რეალს“ ესტუმრება. თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგისბასკონია“ კი 20:00 -ზე „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.