შერმადინისა და ბურჯანაძის მოგება-წაგება ესპანეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის პირველობაზე მორიგი ტურის შეხვედრები გამართეს ქართველი კალათბურთელების კლუბებმა. გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ობრადარიოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 86:83 დაამარცხა. ბექა ბურჯანაძის „ბეტისმა“ კი შინ „ბურგოსთან“ 71:74 დათმო.
https://youtu.be/6JtH6dswEfs
სათამაშო დრო ორივე ჩვენიანს საკმარისად ჰქონდა:
შერმადინმა 24 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. მან 6-დან 4 ორქულიანი, და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ბურჯანაძემ 20 წუთში 4 ქულა ჩააგდო და ბურთი 7-ჯერ მოხსნა.
https://youtu.be/clw75UAgQzc
სადღეისოდ „ტენერიფეს“ 11 მოგება, 8 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მე-6 პოზიციაზეა. „ბეტისი“ 6 მოგებით (15 წაგება) ბოლო, მე-18 ადგილზეა.
💪 @Huertas09 asiste y Shermadini revienta el aro…
¡La de tooooooooooda la vida en Lenovo Tenerife @CB1939Canarias!
📺 @MovistarPlus #LigaEndesa#ListosParaRomperla pic.twitter.com/zmvC2Oh82y
— Liga Endesa (@ACBCOM) March 6, 2022