შერმადინის სუპერ მატჩი ევროთასზე - უნიკახამ მონტენეგროში მოიგო [ვიდეო]

საოცარი მატჩი ჩაატარა, საკალათბურთო „ევროთასზე“ გიორგი შერმადინმა. ქართველმა ცენტრმა, მესამე ტურის შეხვედრაში, მონტენეგროს „მორნარ ბარ“-ს 26 ქულა ჩაუგდო, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი და ბლოკშოტიც მიამატა.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 26 ქულის მოპოვება, 21 წუთსა 30 წამში შესძლო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩენებელი კი, 34-ს გაუტოლდა. აღნიშნული სტატისტიკით, შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და დიდი ალბათობით, ტურის MVP-ის სტატუსსაც მიიღებს.

 

საქართელოს ნაკრების ცენტრმა, 14 დან 11 ორქულიანი, ერთი სამიანი და ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. უშალოდ თამაშს რაც შეეხება, ის როგორც მოსალოდნელი იყო, მალაგელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 96-85 დასრულდა. „უნიკახა“ მომდევნო შეხვედრას აღნიშნულ ტურნირზე, საკუთარ მოედანზე, ყაზანის „უნიქსი“-ს წინააღმდეგ გამართავს.