შერმადინის შემდეგ საკონტინენტთაშორისო თასი მაკფადენმა მოიგო [ვიდეო]

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია.

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მომგებმა მისმა „ბურგოსმა“ ბუენოს აირესში, ფინალურ მატჩში არგენტინული „ქუისმა“ 82:73 დაამარცხა და საპატიო ტიტულის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ეს თასი გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მოიგო.

მაკფადენმა 26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 5 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. თადმა 12-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის MVP მისი თანაგუნდელი ვიქტორ ბენიტე გახდა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა დაგროვდა.