შერმადინის რვა ქულა „ნიმბურკთან“ წაგებულ მატჩში (ვიდეო)

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“. მე-11 ტურის მატჩი ესპანელებმა კანარის კუნძულებზე ჩეხური „ნიმბურკი“ მიიღეს და 84-89 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ნიმბურკის“ ღირსებას ქართული პასპორტის მქონე მაიკლ დიქსონი იცავს.

შერმადინის გუნდისთვის ეს ტურნირზე მეორე მარცხი გახლდათ. ორივე სწორედ ჩეხურ გუნდთან. პლეი ოფის საგზური კი ორივე გუნდს გარანტირებული აქვს.

გიორგი შერმადინმა მოედანზე 26:34 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე რვა ქულა და ხუთი მოხსნა დააგროვა. დიქსონი კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მაიკის ანგარიშზე 21 ქულა, ექვსი პასი და ოთხი მოხსნაა.

„ტენერიფე“ 22 იანვარს თურქეთში „გაზიანთეფს“ შეხვდება. „ნიმბურკი“ კი „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლებს.