შერმადინის მორიგი ბრწყინვალე მატჩი – 18 ქულა და 9 მოხსნა „მანრესასთან“

13:06, 21.10.2019

ახალი სეზონის დაწყებიდან საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში ბრწყინვალედ ასპარეზობს.

„ტენერიფე“, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი იცავს, ჩემპიონატის მეხუთე ტურში სტუმრად „მანრესას“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 61:81 დაამარცხა. ქართველი ცენტრი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

შერმადინმა მოედანზე არასრული 24 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 18 ქულა, 9 მოხსნა და 1 გადაცემა დააგროვა. მომდევნო შეხვედრას „იბეროსტარ ტენერიფე“ 22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, „მორნარ ბარის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი