შერმადინის ჩინებულმა თამაშმა „ტენერიფე“ მარცხისგან ვერ იხსნა (ვიდეო)

12:08, 03.02.2020

ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა გიორგი შერმადინმა, თუმცა მისი „იბეროსტარ ტენერიფე“ „ბარსელონასთან“ საკუთარ არენაზე მაინც დამარცხდა (83-85).

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მატჩის გადამწყვეტ წუთებში ქართველი ცენტრი არასწორი ბლოკის დაყენების გამო მოედნიდან 5 ჯარიმის გამო გააძევა. ამან კი შეხვედრის მიმდინარეობაზე თავისი გავლენა იქონია. კუნძულელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.

გიორგი შერმადინმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 20 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 12-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების ინდექსმა კი 20 ერთეული შეადგინა.

„იბეროსტარ ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი სტუმრად „მურსიასთან“ ჩაატარებს.

მსგავსი