შერმადინის 4 ქულა და 4 მოხსნა „ბარსელონასთან“ მოგებულ მატჩში
შერმადინის 4 ქულა და 4 მოხსნა „ბარსელონასთან“ მოგებულ მატჩში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. მნიშვნელოვანი გამრჯვება მოიპოვა „უნიკახამ“. მალაგელებმა საკუთარ არენაზე „ბარსელონას“ უმასპინძლეს და მეტოქე 78-73 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრისთვის დღევანდელი შეხვედრა არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. გიორგი შერმადინმა მოედანზე გატარებულ არასრულ 18 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნდა დააგროვა. „უნიკახას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 14 ქულით ვილტიერი გამოდგა. სტუმრთა შორის ყველაზე მეტი 12 ქულა კი ადამ ჰანგამ ჩააგდო.