შერმადინის 19 ქულა „ხუვენტუდთან“ მოგებულ მატჩში
შერმადინის 19 ქულა „ხუვენტუდთან“ მოგებულ მატჩში

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 21-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ არენაზე „ხუვენტუდს“ უმასპინძლა და მეტოქეს ქართველი ცენტრის დიდი დახმარებით 96-90 სძლია.

შერმადინმა გადამწყვეტ წუთებში ძალიან საიმედოდ ითამაშა და მართლაც თავისი გუნდის გამარჯვებაში ერთერთი მთავარი როლი შეასრულა. საბოლოოდ გიომ 27 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

„ტენერიფეს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 25 ქულითა და 16 პასით მარსელინიო უერტასი გამოდგა.

„ტენერიფე“ 14 მოგებითა და 7 მარცხით მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 8 მარტს, ვიტორიაში, თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ გამართავს.