შერმადინის 18 ქულა „მორნართან“ მოგებულ მატჩში
შერმადინის 18 ქულა „მორნართან“ მოგებულ მატჩში

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მონტენეგროს ქალაქ ბარში ადგილობრივი „მორნარი“ ბოლო წუთებზე 81:74 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

ამ გამარჯვებაში კი უმნიშვნელოვანესი როილი ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა შეასრულა. გადამწყვეტი იყო მისი ორქულიანი „პიკ-ენდ-როლის“ შემდეგ, რომლის წყალობითაც სირენამდე ორი წუთით ადრე შერმადინის გუნდელებმა 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (77:68) და მატჩის ბედიც გადაწყდა.

შერმადინმა 24:49 წუთი ითამაშა და 18 ქულასთან ერთან 4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება ჯეიკობ პულენს, მან 18 ქულა ჩააგდო. ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ ესპანურ გუნდს ორი მოგება აქვს და C ჯგუფის ლიდერია, რომელშიც 8 გუნდია თავმოყრილი. “ტენერიფე” მომდევნო მატჩს შინ 29 ოქტომბერს ილიას ზუროსის “პერისტერისთან” გამართავს.