შერმადინის 15 ქულა „რეალ ბეტისთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ ესპანეთის ლიგა „ენდესაში“ წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. ამჯერად ტენერიფელებმა „რეალ ბეტისი“ დაამარცხეს (77-73).

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 20:56 წუთში გიორგიმ 15 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

იბეროსტარ ტენერიფე“ მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება, რომელსაც ლიგა „ენდესაში“ 10-ვე მატჩი მოგებული აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 12 ნოემბერს, სტუმრად, „მანრესასთან“ ჩაატარებს.