შერმადინის 15 ქულა „ნიმბურკთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში (ვიდეო)

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი შეხვედრები გაიმართა. ტურნირზე მორიგი გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. ესპანურმა გუნდმა სტუმრად „ნიმბურკს“ ანგარიშით 68:78 მოუგო და C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. პარკეტზე გატარებულ 22 წუთში მან 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. შერმადინმა 12-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო.