შერმადინის 13 ქულა „ვალენსიასთან“ მოგებულ მატჩში
შერმადინის 13 ქულა „ვალენსიასთან“ მოგებულ მატჩში

გიორგი შერმადინის მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. „ტენერიფე“ სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 89-95 სძლია.

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. შერმადინმა 12-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთაგან 22 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო მარსელინიო უერტასი.

ათი მოგებითა და ერთი მარცხით „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციაზე მადრიდის „რეალია“. მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი 5 დეკემბერს, შინ „მონბუსთან” გამართავს.