შერმადინი კვლავ საუკეთესოა - 24 ქულა და 9 მოხსნა 
შერმადინი კვლავ საუკეთესოა - 24 ქულა და 9 მოხსნა 

გიორგი შერმადინმა „ტენერიფეს“ შემადგენლობაში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა თავი ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა.

„ფიბას“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ტენერიფემ“ რუსულ „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 81-67 დაამარცხა. გამარჯვებაში ლომის წვლილი შერმადინს ეკუთვნის.

ქართველმა კალათბურთელმა 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება დააგროვა. გიორგის სარგებლიანების კოეფიციენტი 29 იყო, რაც  მატჩში საუკეთესო შედეგია.

მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ტენერიფე“ 22 ოქტომბერს მონტენეგროს ქალაქ ბარში „მორნართან“ ჩაატარებს.