შერმადინი ბურჯანაძის წინააღმდეგ - ქართული დუელი კანარის კუნძულებზე (ვიდეო)

კანარის კუნძულებზე ქართული დუელი შედგა: გიორგი შერმადინი ბექა ბურჯანაძეს დაუპირისპირდა. ისინი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებში თამაშობენ. გიორგი „ტენერიფეს“ ღირსებას იცავს, ბექა – „გრან კანარიასი“.

ახალი სეზონის წინ კლუბებმა პირველი ტესტ-მატჩი გამართეს. ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში შერმადინის „ტენერიფემ“ 86:84 იმარჯვა.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და საკმარისადაც ითამაშა, თუმცა შეხვედრის სრული სტატისტიკა ინტერნეტსივრცეში არ გამოქვეყნებულა. მხოლოდ ის ვიცით, რომ ბექამ 8 ქულა ჩააგდო, გიორგიმ – 12. მატჩის ბომბარდირი 16 ქულით ტენერიფელი აარონ დოონერკამპი გახდა.

„ტენერიფე“ და „გრან კანარია“ მეორე საკონტროლო შეხვედრას 29 აგვისტოს, ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ.