შერმადინი „ბარსელონასთან“ მატჩის ბომბარდირი გახდა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშა. ქართველის კარგი გარჯის მიუხედავად „ტენერიფე“ 74:81 დამარცხდა.

გიორგიმ 27 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი გაიფორმა. მის ანგარიშზე 12-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმოა.

19 ქულით იგი „ბარსასთან“ მატჩის ბომბარდირი გახდა. კატალონიელმა არბინესმა 16 ქულა ჩააგდო.

ამავე ტურში ჩვენი ნაკრების ფორვარდის, ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ბასკონიას“ უმასპინძლა და 71:75 დამარცხდა. ბექამ 13 წუთში 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.