შერკის მსოფლიო ჩემპიონატზე დეშამის გამო არ სძინავს #1TVSPORT
East Rutherford, United States - June 30: Rayan Cherki of France looks on during the FIFA World Cup 2026 Round Of 32 match between France and Sweden at New York New Jersey Stadium on June 30, 2026 in East Rutherford, United States. (Photo by Harry Langer/DeFodi Images/DeFodi via Getty Images)
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი რაიან შერკი სერიოზულ ფსიქოლოგიურ სირთულეებს განიცდის.
ამის მიზეზია სათამაშო დროის სიმცირე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, – წერს ფრანგული გაზეთი L’Équipe-ი.
აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ სიტის“ გარემარბს რთულად გადააქვს შეზღუდული წუთები ტურნირზე. ამის ნიადაგზე მას უძილობა აწუხებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა ოთხი მატჩი ჩაატარა და შერკიმ მინდორზე, ჯამში, 55 წუთი გაატარა.