შერეული ორთაბრძოლების ლიგა მაისის ღონისძიებებს აუქმებს
შერეული ორთაბრძოლების ლიგა მაისის ღონისძიებებს აუქმებს

შერეული ორთაბრძოლების ერთერთი ლიგა „ONE Championship“ მაისის ყველა ღონისძიებას კორონავირუსის პანდემიის გამო აუქმებს. ამის შესახებ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„მაისის ყველა ღონისძიება გადადებულია შექმნილი რთული ვითარების გამო. აზიის თითქმის ყველა ქვეყნის საზღვარი ჩაკეტილია. ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად უსაფრთხოება და ჯანმრთელობა რჩება. ამ რთულ და მძიმე დროს ვარჩიეთ ბრძოლები არ გაგვემართა. სიახლეების შესახებ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას.“ – აღნიშნულია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ მაისში იგეგემებოდა ცნობილი მებრძოლის, „იუ-ეფ-სი“-ს (UFC) ყოფილი ჩემპიონის დემეტრიუს ჯონსონის დაბრუნებაც. შეგახსენებთ, რომ ჯონსონი ამჟამად სწორედ ONE-ში ასპარეზობს და 29 მაისს ადრიანო მორაესის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა.