შერეული ორთაბრძოლების ლეგენდა - ჩემს ტვინს სამედიცინო გამოკვლევებს შევწირავ, მაინც არ დამჭირდება
შერეული ორთაბრძოლების ლეგენდა - ჩემს ტვინს სამედიცინო გამოკვლევებს შევწირავ, მაინც არ დამჭირდება

შერეული ორთაბრძოლების (MMA) ყოფილმა მებრძოლმა, 42 წლის ვანდერლეი სილვამ განაცხადა, რომ კარიერის განმავლობაში თავის არეში მიღებული უამრავი დარტყმის გამო გარკვეულ გართულებებს აწყდება.

„მე მომისმენია ლექცია ტვინის შერყევისგან მიღებული შედეგების შესახებ. მაშინ 10 სიმპტომი ჩამოთვალეს – და მათგან რვა მე აღმომაჩნდა. მაგალითად, ხასიათის ცვალებადობა, გულმავიწყობა და ძილთან დაკავშირებული სირთულეები“, – მოჰყავს ვანდერლეის სიტყვები „ფივითის“ (PVT).

სილვა ფიქრობს საკუთარი ტვინი შესწიროს თავში დარტყმებისგან მიღებული შედეგების შესასწავლად. „სიკვდილის შემდეგ, მე ის მაინც არ დამჭირდება. ამ სფეროს შესწავლა კი მეტად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მებრძოლმა.

სილვა პლანეტის უძლიერეს ორგანიზაციებში – „იუეფსისა“ (UFC) და „პრაიდში“ (Pride) გამოდიოდა.

ბრაზილიელმა ყველაზე დიდ წარმატებას იაპონიაში მიაღწია, როცა „პრაიდის“ რეკორდსმენი გახდა მოგებების რაოდენობით (22) და გამარჯვებათა სერიის ხანგრძლივობით (20 მოგება ზედიზედ).