შერეული ორთაბრძოლები | ილია თოფურია ESPN-მა 30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა #1TVSPORT
ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 30 წლამდე ასაკის 30 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა. სიაში პირველ ადგილს UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია იკავებს.
ESPN-ის ექსპერტების შეფასებით, 28 წლის თოფურიას განვლილი გზა და მისი დომინანტური სტილი მას რეიტინგის უპირობო ლიდერად აქცევს.
თოფურიამ 17 ბრძოლა მოიგო და UFC-ს ორი დივიზიონის ქამარს დაეუფლა. ქვემსუბუქი წონის (65კგ) ტიტული მან 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ხოლო მსუბუქი წონის – 2025 წლის ივნისში.
ათეულში ასევე მოხვდნენ სხვა ორგანიზაციის მებრძოლებიც. მეორე ადგილზეა PFL-ის ვარსკვლავი დაკოტა დიტჩევა.
ESPN-ის 30 წლამდე მებრძოლთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
- ილია თოფურია (28 წლის)
- დაკოტა დიტჩევა (27 წლის)
- ჯოშუა ვანი (24 წლის)
- ჯეკ დელა მადალენა (29 წლის)
- მაიკლ მორალესი (26 წლის)
- იან მაჩადო გარი (28 წლის)
- უსმან ნურმაგომედოვი (27 წლის)
- უმარ ნურმაგომედოვი (29 წლის)
- ნატალია სილვა (28 წლის)
- არმან ცარუკიანი (29 წლის)