შერეული ორთაბრძოლები | გავრცელებული ინფორმაციით, გიგა ჭიკაძე 14 დეკემბერს კევინ ვალეხოსს შეხვდება #1TVSPORT
შერეული ორთაბრძოლები | გავრცელებული ინფორმაციით, გიგა ჭიკაძე 14 დეკემბერს კევინ ვალეხოსს შეხვდება #1TVSPORT

UFC-ს ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ორგანიზაციის ქვემსუბუქ (66კგ) წონაში მორიგ ბრძოლას მიმდინარე წლის 14 დეკემბერს არგენტინელი კევინ ვალეხოსის წინააღმდეგ გამართავს, – ინფორმაციას MMA Latinoamérica ავრცელებს.

ვალეხოსი 23 წლის პერსპექტიული მებრძოლია, რომელმაც აქამდე შერეულ ორთაბრძოლებში 17 შეხვედრა ჩაატარა და 16-ში გაიმარჯვა. ბოლოს მან აგვისტოში დანი სილვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. იგი გამოირჩევა მაღალი დონის კრივით და ხშირად იგებს ნოკაუტით.

რაც შეეხება გიგა ჭიკაძეს, 37 წლის ქართველს კარიერაში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო მის ანგარიშზე 15 გამარჯვებაა. ბოლოს ჭიკაძემ 2023 წლის აგვისტოში ალექს კასერესი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ორი შეხვედრა დათმო – არნოლდ ალენსა და დავიდ ონამასთან.

ჭიკაძისა და ვალეხოსის დაპირისპირება ლას ვეგასში შედგება.