შერეული ორთაბრძოლები | ამირან გოგოლაძე ორგანიზაცია Oktagon-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

20:36, 07.08.2026

ამირან გოგოლაძე შერეული ორთაბრძოლების გავლენიანი ევროპული ორგანიზაციის, Oktagon MMA-ს ქვესაშუალო (77კგ) წონის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაკანტური ქამრისთვის ქართველი მებრძოლი გერმანელ ფელიქს კლინკჰამერს დაუპირისპირდება. 31 წლის გერმანელი პროფესიონალურ MMA-ში დაუმარცხებელია – მან 11 ბრძოლა მოიგო.

რაც შეეხება გოგოლაძეს, 28 წლის ქართველის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 18 მოგება და 3 მარცხია – მან ბოლო ოთხ შეხვედრაში მიაღწია გამარჯვებას.

ქართველისა და გერმანელის სატიტულო ბრძოლა 31 ოქტომბერს მიუნხენში შედგება.

მსგავსი