„შერემეტიევოს“ მტვირთავებმა ნვანკვო კანუ გაძარცვეს
„შერემეტიევოს“ მტვირთავებმა ნვანკვო კანუ გაძარცვეს

წარსულში ცნობილი ნიგერიელი ფორვარდი ნვანკვო კანუ მოსკოვში, „შერემეტიევოს“ აეროპორტის ორმა მტკირთავმა გაქურდა.

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი ფორვარდი ლონდონიდან კალინინგრადში მიფრინავდა და მოსკოვში ტრანზიტი უწევდა. უკვე კალინინგრადში ჩასვლის შემდეგ, კანუმ აღმოაჩინა, რომ 11 ათასი დოლარი დაკარგა და პოლიციას მიმართა. სამართალდამცავებმა „შერემეტიევოს“ აეროპორტის ორი მტვირთავი დააკავეს, რომლებიც ლონდონი-მოსკოვის რეისს ემსახურებოდნენ. მათ მოპარული ფული ჩამოართვეს და მოგვიანებით, მფლობელს დაუბრუნეს.

16 ივნისს, ნიგერია კალინინგრადში შეხვდება ხორვატიას.