ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია.
ტურნირის ნახევარფინალში იგი უძლიერეს კონკურენტს, უნგრელ კრიზსტიან ტოტს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. „ოქროს ქულის“ დაწყებიდან ორი წუთი და თხუტმეტი წამი იყო გასული, როდესაც ნიკოლოზმა ტოტი კონტრილეთზე წამოაგო და ქულა მოიპოვა.
შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა. დასკვნით შეხვედრაში ის კუბელ სილვა მორალესს დაუპირისპირდება.