შენონ ბრაუნი პოლიციამ დააკავა
შენონ ბრაუნი პოლიციამ დააკავა

შენონ ბრაუნმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რვა სეზონი გაატარა. 2009 და 2010 წლებში მან კობი ბრაიანტთან და ლოს ანჯელეს „ლეიკერსთან” ერთად ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაც შეძლო. ლიგიდან წასვლის შემდეგ ბრაუნი სამი სამზე კალათბურთით დაკავდა.

TMZ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრაუნი სამართალდამცველებმა დააკავეს. მიზეზი კი ორი უცნობი ადამიანის მიმართ იარაღიდან გასროლაა.

„პოლიციის მედიასტან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იუწყება, რომ ბრაუნის სახლში უცხო ადმაიანები შევიდნენ, რის გამოც შენონს მათთან სიტყვუიერი დაპირისპრიება მოუვიდა. მას შემდეგ რაც ისენი შეთანხმდნენ და ორი უცნობი პიროვნება ბრაუნის სახლს ტოვებდა შენონმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი 5-6 გასროლა მოახდინა. სწორედ ეს გახდა „ლეიკერსის“ ყოფილი კალათბურთელის დაკავების მიზეზი“.